კიტეიშვილის „შტურმის“ უხვგოლიანი მოგება

0
6

გრაცის „შტურმმა“, რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავს, მიმდინარე სეზონში ხუთბურთიანი სხვაობით პირველად მოიგო.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში გრაცელებმა „ტიროლი“ მიიღეს და 5:0 დაამარცხეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე გოლი ან საგოლე პასი არაა.

„შტურმმა“ სეზონი კარგად დაიწყო და 17 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა – 7 ქულით „ზალცბურგს“ ჩამორჩება.