დავითაშვილმა ბოლო წუთზე გაიმარჯვა

0
4

ტულას „არსენალმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს რუსეთის პრემიერ ლიგაში სტუმრად ტულას „არსენალი“ ბოლო წუთზე დაამარცხა.

მე-8 ტურში ტულელები სტუმრად „ნიჟნი ნოვგოროდს“ შეხვდნენ და 3:2 მოუგეს.

მასპინძლები მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. სტუმრებმა ანგარიში მე-17 წუთზე გაათანაბრეს, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს მეორე გოლი გაიტანეს.

„ნიჟნი ნოვგოროდმა“ თანაფარდობა 85-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გოლი ისევ გაუშვა და უქულოდ დარჩა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტეი ნახევარმცველი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.

„არსენალი“ 8 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 პოზიციაზეა.