ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წაუგებელი მატჩების სერია ათამდე გაახანგრძლივა.
25-ე ტურში ბათუმელები სტუმრად „თელავს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
ერთდერთი გოლი ჯაბა ჯიღაურმა მე-16 წუთზე გაიტანა, როდესაც მისი თანაგუნდელის დარტყმის შემდეგ თელაველთა მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა.
გია გეგუჩაძის შეგირდები 10-გუნდიან ჩემპიონატს 53 ქულით ლიდერობენ.
თბილისის „დინამო“ ფოთში „შუქურას“ ესტუმრა და 4 უპასუხო ბურთი გაიტანა.
კახა ცხადაძის გაწვრთნილებმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს, როდესაც თორნიკე მორჩილაძემ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და სერბმა ზორან მარუშიჩმა თავით გაიტანა.
44-ე წუთზე, დავით სხირტლაძემ ჭკვიანური გადაცემით ბარნს ოსეი ქობულეთელთა მეკარეს შეატოვა და განელმა ფეხბურთელმა დინამოელებმა კიდევ უფრო დააწინაურა.
64-ე წუთზე, მარუშიჩმა მეტოქის საჯარიმოში თანამემამულე მილან რადინთან „კედელი“ გაითამაშა და შეტევა გოლით დაასრულა.
84-ე წუთზე, რადინი ქობულეთელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი ლევან ხარაბაძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ძლიერად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო“ 48 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
„სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 4:1 სძლია. თუმცა, მატჩის დასაწყისი მასპინძლებს კარგს არაფერსს უქადდა, რადგან მე-16 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან საუცხიი პასით მეტოქის საჯარიმოში ალჟირელი მეჰდი ბუკასი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი გააჩერა, მეორეთი კი კარში ზუსტად დაარტყა.
22-ე წუთზე, მათე კვირკვიას თავურის შემდეგ როინ კვასხვაძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ ხორვატმა ნიკოლა პრელჩეცმა ზუსტად დაამატა და ანგარიში გაათანაბრა.
35-ე წუთზე, კვირკვიამ სტუმართა საჯარიმოში ბურთი მკერდით დაამუშავა და პასი პრელჩეცს მისცა, რომელმაც დუბლი მიითვალა.
68-ე წუთზე, ოთარ კობახიძის პასის მერე „ტორპედოს“ საჯარიმოში ბურთი კვირკვიამ მიიღო და ეფექტური დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა – ამ ეპიზოდში მცირე რიკოშეტს ჰქონდა ადგილი.
76-ე წუთზე, გიორგი მჭედლიშვილის გადაცემის შემდეგ პრელჩეცმა ქუთაისელთა საჯარიმოში კარიდან გამოსულ კვასხვაძემ გვერდი ოსტატურად აუარა და საქართველოს ჩემპიონატში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი მიითვალა. მანამდე, მას გოლი არ გაუტანია.
გორის „დილამ“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
