კარლო ანჩელოტი: “გაგვიმართლა, ვინისიუს ჟუნიორი “რეალში” რომ თამაშობს”

0
6

იტალიელი სპეციალისტის კარლო ანჩელოტის თავკაცობით, მადრიდის ”რეალი” ესპანეთის ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. ”სამეფო კლუბს” 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობას განაგრძობს.
“მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგამ ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაკარგა, აქ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ. მაგალითად – ვინისიუს ჟუნიორი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და გაგვიმართლა, რომ ჩვენს გუნდში თამაშობს. ჩემთვის ”რეალში” ყოფნა თაფლობის თვესავითაა”, – განაცხადა ანჩელოტიმ.