ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის სტარტზე “ლენოვო ტენერიფე”, რომელშიც გიორგი შერმადინი გამოდის, მოულოდნელად ლიგის დებიუტანტ “ბრეგანთან” უშანსოდ – 73:92 დამარცხდა.
შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან სულ 24:14 წუთი ითამაშა და ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 9 ქულა და 8 მოხსნა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი – 15, გუნდში მეორე იყო. ბრეგანელებს ბოსნიელმა ჯანან მუსამ ულიდერა, რომელმაც 25 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ შერმადინი გასულ სეზონში ლიგა ენდესას საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.
“ლენოვო ტენერიფე” ესპანური ლიგის მეორე ტურში, 23 სექტემბერს, “უნიკახას” უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი
