შენგელია ისევ შეცვლაზე, მაგრამ უგოლოდ

0
12

ლევან შენგელიამ „ლუვენში“ მე-4 შეხვედრა ჩაატარა და ისევ შეცვლაზე ითამაშა.

ბელგიის უმაღლესი დივიზიონის მე-8 ტურში „ლუვენი“ სტუმრად „მეხელენს“ შეხვდა და 0:2 წააგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო და წინა 2 მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად გოლი ვერ გაიტანა.

მან „ლუვენში“ თავის სადებიუტო სეზონში 4-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.

„ლუვენს“ 7 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-8 ტურში “კრაკოვია” გასვლაზე “პოგონს” დაუზავდა – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე სტუმრების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.