მიქაუტაძის პირველი გოლი ბელგიის უმაღლეს დივიზიონში

0
4

გიორგი მიქაუტაძემ „სერენში“ დაბრუნების შემდეგ ბელგიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

მე-8 ტურში „სერენი“ სტუმრად „ანტვერპენს“ შეხვდა და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე ანგარიში გახსნა – თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა კარიდან გამოსულ გოლკიპერს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო.

მან კარიერის განმავლობაში ბელგიის უმაღლეს დივიზიონში თავი პირველად გამოიჩინა. მანამდე, მან ჰეთ-თრიქი ბელგიის თასზე შეასრულა.

მიქაუტაძე 75-ე წუთზე შეცვალეს და მასპინძლებმა საპასუხო ბურთი სწორედ ამ დროს გაიტანეს.

„ანტვერპენმა“ თამაში 86-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.