ლევანდოვსკის მორიგი რეკორდი, პოლონელმა ჰაინკესსა და მიულერს გაასწრო

0
6

რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა.

მე-5 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ თავის მოედანზე „ბოხუმი“ 7:0 გაანადგურა. პოლონელი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 5:0 გახდა.

ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მეტოქეთა კარი ზედიზედ 13 საშინაო შეხვედრაში აიღო.

მანამდე, ის რეკორდს „ბაიერნის“ ექსფორვარდებთან იუპ ჰაინკესთან და აწ გარდაცვლილ გერდ მიულერთან იყოფდა.

მიუნხენელებმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ზედიზედ 7 თამაში მოიგეს – 37 გოლი გაიტანეს და 4 გაუშვეს.