„სელტას“ ყველაზე ცუდი სტარტი 80-იანი წლების დასაწყისიდან

0
2

ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურის პირველი მატჩში ვიგოს „სელტამ“ „კადისს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

სტუმრები 38-ე წუთზე ლოსანომ დააწინაურა, ხოლო 43-ე წუთზე ესპინომ მეორე გოლი გაიტანა. ვიგოელებიდან ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე სანტი მინამ მიითვალა.

„სელტამ“ სეზონის სტარტზე ჩატარებული 5 შეხვედრიდან 1 ფრედ დაასრულა და 4 წააგო.

ბოლო 39 წლის მანძილზე ვიგოელებს, რომელთაც არგენტინელი ედუარდო კოუდეტი წვრთნის, ლა ლიგაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვთ.

მანამდე, „სელტამ“ საწყის 5 ტურში 1 ქულა 1982-1983 წლების სეზონში აიღო და მაშინ ლა ლიგიდან გავარდა.