საფრანგეთში ყოველი გატანილი გოლისთვის ექიმებს 500 ევრო ჩაერიცხებათ

0
6

საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლ მედიკოსებს დაეხმარება.
ამ უქმეებზე საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურის მატჩები გაიმართება. ტურში გასული თითოეული გოლის სანაცვლოდ პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა მედიცინის მუშაკებს 500-500 ევროს გადაურიცხავს.
ანალოგიური მოხდება საფრანგეთის ლიგა 2-შიც, რომელშიც მე-8 ტურის მატჩები შედგება.
ლიგა 1-ში ერთი თამაში უკვე შედგა და “სტრასბურგმა” შინ “მეცს” 3:0 აჯობა.