ყაზაიშვილის მეცხრე გოლი „ულსანის“ შემადგენლობაში

0
12
DGB대구은행파크/ K리그1/ 대구FC vs 울산현대축구단/ 울산 바코 득점, 단체/ 골 세레머니/ 사진 윤경식

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონში მორიგი გოლი გაიტანა.

30-ე ტურში, „ულსანი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ტეგუს“ შეხვდა და 1:2 წააგო.

ყაზაიშვილი „ულსანის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მისმა გუნდმა ტაიმი მოიგო.

მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 56-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო ექვს წუთში მეორე გოლიც მიაყოლეს, რომელიც შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.

ყაზაიშვილმა, რომელიც სამხრეთ კორეაში სადებიუტო სეზონს ატარებს, 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

მან აზიის ჩემპიონთა ლიგაში 6-ჯერ ითამაშა და 3 გოლი მიითვალა.

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში კოვალივკას “კოლოსმა” გასვლაზე “ინგულეცს” 2:0 სძლია.

გამარჯვებულთა რიგებში თავდამსხმელმა ნიკა სიჭინავამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 72-ე წუთიდან ითამაშა.

“კოლოსი” 8 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.