ლოჩოშვილის გუნდმა სამბურთიანი უპირატესობა გაანიავა

0
4

„ვოლფსბერგერმა“, რომლის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი იცავს, სტუმრად ქულას ისეთ მატჩში დასჯერდა, რომელსაც 3 ბურთი იგებდა,

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში „ვოლფსბერგერი“ სტუმრად „რიდს“ დაუპირისპირდა და პირველ ტაიმში ანგარიში 2:0 წაიყვანა, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

თუმცა, დიდი უპირატესობა გაანიავა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მასპინძლების მიერ გატანილი გოლის შემდეგ ტაბლოზე 3:3 დაფიქსირდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ 8 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა.

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში დავით ვოლკოვის „ზირემ“ მიხეილ ერგემლიძის „საბაჰს“ უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა.

ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა – ვოლკოვმა სრულად ითამაშა, ხოლო ერგემლიძე 74-ე წუთზე შეცვალეს.