ლიონელ მესის ხელფასი პსჟ-ში ცნობილია

0
12

ლიონელ მესის მიერ პსჟ-სთან გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები L’Equipe-მ გაასაჯაროვა.

ფარნგული გამოცემის ინფორმაციით, 34 წლის არგენტინელის ხელფასი წელიწადში 30 მილიონი ევრო იქნება, გადასახადების გადახდის შემდეგ. ამ თანხაში ერთი მილიონის კრიპტოვალუტით გადახდა შედის.

მესიმ პაროზელებთანხელშეკრულება 2+1 სისტემით დადო და კლუბში ყოფნის როგორც მეორე, ასევე მესამე სეზონში ლოიალობისთვის ხელფასის გარდა დამატებით 10-10 მილიონ ევროს მიიღებს.

ამრიგად. მას პსჟ-ში საერთო ჯამში 110 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია.