დღეს საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ბერძენი თანატოლების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშა.
ორი დღის წინ რუსთავში გამართული მატჩის მსგავსად ისევ საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა – 2:2.
მიხეილ მესხზე გამართულ მატჩში, ანგარიში 33-ე წუთზე გივი ხაჩიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა.
ბერძნები კონსტანტინოს გუმასის და დიმიტრიოს კალოსკამისის გოლებით დაწინაურდნენ.
ძირითადი დროსთის დამატებულ მე-5 წუთზე გიორგი ტაბატაძემ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს – 22, 25 და 28 ოქტომბერს უნგრეთში გამართავს.
საქართველო – საბერძნეთი 2:2 (1:0)
საქართველო: სოსო კოპალიანი, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარჩილავა, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი ციხელაშვილი, თენგიზ გობეშია, გაბრიელ სიგუა, გივი ხაჩიძე, გიორგი რობაქიძე, გიორგი ფარცვანია, ნიკოლოზ ცეცხლაძე
შეცვლაზე შევიდნენ: გიორგი ტაბატაძე, ამინ კარაევი, გიორგი მაღრაძე, ლუკა პარკაძე, ალეკო ბასილაძე, გიორგი პარკინაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
გოლები: 1:0 გივი ხაჩიძე (33), 1:1 კონსტანტინოს გუმასი (53. დიმიტრიოს კალოსკამისის პასით), 1:2 დიმიტრიოს კალოსკამისი (76. კონსტანტინოს გუმასის პასით), 2:2 გიორგი ტაბატაძე (90+5)
მთავარი არბიტრი: ალეკო აფციაური
