შონ დაიჩმა „ბარნლისთან“ გაახანგრძლივა

0
4

„ბარნლის“ მთავარმა მწვრთნელმა შონ დაიჩმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ფეხბურთის ინგლისელი სპეციალისტი და მისი ასიატენტი იენ უოუნი ხელშეკრულების თანახმად „ბარნლიში“ 2024-2025 წლების სეზონის ბოლომდე დარჩებიან.

50 წლის დაიჩი „ბარნლიში“ 2012 წლიდან მუშაობს და 2014 წელს გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში დააწინაურა.

მართალია. „ბარნლი“ ერთი წლის მერე ისევ ჩემპიონშიფში დაქვეითდა, მაგრამ 2016 წელს კვლავ ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში დაწინაურდა, სადაც დღემდე გამოდის.

.