„რომას“ კაპიტნის უნიკალური მიღწევა ევროთასებზე

0
4

„რომას“ ნახევარმცველი ლორენცო პელეგრინი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი ჩემპიონთა ლიგაში, ევროპა ლიგაში და კონფერენს ლიგაში გაიტანა.

უეფას ახალი ტურნირის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „რომამ“ ბულგარეთის ცსკა მიიღო და 5:1 გაიმარჯვა.

პელეგრინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 25-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ანგარიში გაათანაბრა.

62-ე წუთზე, 25 წლის ფეხბურთელის ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ მასპინძლები 2 ბურთით დაწინაურდნენ – 3:1.

ის „რომაში“ 2017-2018 წლების სეზონიდან გამოდის და ჩემპიონთა ლიგაში თავი 2018-2019 წლების სეზონში ერთხელ გამოიჩინა, ხოლო გასულ სეზონში ევროპა ლიგაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.