ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „ნოტინგემ ფორესტის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კრის ჰიუტონი დაითხოვეს.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი ადგილი დროებით სტივენ რიდმა დაითხოვა.
ჰიუტონის გაშვება გასაკვირი არაა, რადგან ჩემპიონშიფის საწყის 7 ტურში ნოტინგემელებმა 6 მატჩი წააგეს, 5 გოლი გაიტანეს და 12 გაუშვეს.
გუნდი სატურნირო ცხრილში ბოლო 24-ე ადგილზეა.
ჰიუტონი „ნოტინგემს“ 2020 წლის ოქტომბრიდან ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე 2014-2019 წლებში „ბრაიტონს“ წვრთნიდა.
