გრაცის „შტურმი“, რომლის შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი მარცხით დაიწყო.
ავსტრიელები „მონაკოს“ ესტუმრნენ და მინიმალური ანგარიშით წააგეს. ფრანგებიდან ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე დიატამ გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
