არაბული ისევ საბერძნეთის სუპერლიგაში ითამაშებს

0
3

ბაჩანა არაბული კარიერას ისევ საბერძნეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.

27 წლის ქართველი ფეხბურთელი „ლამიაში“ დაბრუნდა, რომელშიც გასული სეზონი გაატარა და ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

„ლამიას“ პრესსამსახურის ინფორმაციით, არაბულმა კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მან 2020-2021 წლების სეზონში „ლამიაში“ საბერძნეთის ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, ქართველმა თავდამსხმელმა ერთხელ საბერძნეთის თასზე ითამაშა, მაგრამ თავი არ გამოუჩენია.