„ანორთოსისის“ წარუმატებელი დებიუტი კონფერენს ლიგაში, კაჭარავა დაბრუნდა

0
4

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსის“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ ბელგრადის „პარტიზანთან“ 0:2 დამარცხდა.

ფამაგუსტელების რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ მოედანს თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა შარშან დეკემბერში პოზნანის „ლეხის“ შემადგენლობაში ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირში „ბენფიკასთან“ შეხვედრაში მიიღო. ის თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო.

მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია ნახევარმცველ ნიკა ნინუას.

„პარტიზანმა“ ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა, ხოლო მეორე გოლი 68-ე წუთზე გაიტანა.

ბელგიის “გენტმა” სტუმრად “ფლორას” 1:0 სძლია და გამარჯვებულთა შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ გასულა.