ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს

0
1

პოლონეთის ქალაქი კრაკოვი 12-19 სექტემბერს ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

9-14 ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ბელგიის წინააღმდეგ გამართა. ჩვენმა გუნდმა მეტოქე, დამაჯერებელი ანგარიშით – 8:0 დაამარცხა და შემდეგ მატჩს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა დაპირისპირება 18 სექტემბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ბრძოლას მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს, მარცხის შემთხვევაში კი, გუნდი 11-12 ადგილებისთვის იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა, თურქეთისა და იტალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, D ჯგუფში დაიწყო.

საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატის მასპინძელ გარბანიას სტადიონზე 13 სექტემბერს მოქმედი ჩემპიონის, თურქეთის წინააღმდეგ გამართა. მატჩი თურქების გამარჯვებით 10:0 დასრულდა.

ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ 14 სექტემბერს იტალიის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.