17-წლამდელები ბერძენ თანატოლებს დაუზავდნენ

0
3

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური ავარჯიშებს ამხანაგური მატჩი ბერძენ თანატოლებთან ჩაატარა.

რუსთავში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გამართული შეხვედრა 2:2 დასრულდა.

სტუმრები მატჩის მსვლელობისას ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ სიგუასა და ხაჩიძის გოლებით მასპინძლები მარცხს გადაურჩნენ.

ქართველი 17 წლამდელები შემოდგომაზე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, სადაც მე-4 ჯგუფში უგრეთს, ისლანდიასა და ესტონეთს შეხვდებიან.

საქართველოს- ესტონეთი 2:2 (0:2)

საქართველო: კოპალიანი – სადღობელაშვილი, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ტაბატაძე – სიგუა, ხაჩიძე, პარკაძე, ცეცხლაძე, გადილია – პარკინაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

გოლები: 1:2 ხაჩიძე (81), 2:2 სიგუა (90+2)

მეორე ამხანაგურ მატჩს, 17-წლამდელები ისევ საბერძნეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18 სექტემბერს ჩაატარებენ. მატჩი 12:00 საათზე დაიწყება.