„სიტი“ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ “რეალს” ჩამორჩება

0
18

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიფციგი“ მიიღო და 6:3 გაიმარჯვა.

ინგლისელები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ და მათ რიგებში თავი ნათან აკემ, რიად მაჰრეზმა, ჯეკ გრილიშმა, ჟოაუ კანსელუმ და გაბრიელ ჟესუსმა გამოიჩინეს. ერთი გოლი ლაიფციგელმა მუკიელემ თავის კარში გაიტანა.

გერმანელთა შემადგნელობაში ჰეთ-თრიქი 23 წლის ფრანგამ ნახევარმცველმა კრისტოფერ ნკუნკუმ შეასრულა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ერთ მატჩში 3 გოლი პირველად გაიტანა.

ის არგენტინელი ლიონელ მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც “სიტის” კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 91 მატჩიდან 50 მოიგო – 16 ფრე ითამაშა და 25 წააგო.

ნახსენებ ტურნირში მანჩესტერელებზე სწრაფად მხოლოდ „რეალმა“ გაიმარჯვა, რომელმაც მეტოქეები 50-ჯერ 88 თამაშში დაამარცხა.

განვლილი დაპირისპირება პეპ გვარდიოლასთვის „სიტის“ თავკაცის რანგში მე-300 აღმოჩნდა – 219 გამარჯვება.

გარდა ამისა, ესპანელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერაში 750 შეხვედრა ჩაატარა – 546 მოგება.