საქართველოს ნაკრების ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

0
3

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა კოლას მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში 5 პოზიციით დაქვეითდა.

ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი აგვისტოს თვეში რეიტინგში 91-ე პოზიციაზე იყო, ხოლო სექტემბერში – 96-ეა.

ქართველებმა სექტემბერში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბათუმში კოსოვოსთან 0:1 წააგეს, სტუმრად ბადახოსში ესპანეთთან 0:4 დამარცხდნენ, ხოლო ასევე გასვლაზე სოფიაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან 1:4 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში 4 გოლი ზედიზედ ორ შეხვედრაში პირველად გაუშვეს.

სანიოლის შეგირდების მეტოქეებს B ჯგუფში ასეთი პოზიცია უკავიათ:

ესპანეთი მე-8 ადგილზეა, შვედეთი – მე-18, საბერძნეთი – 46-ე, ხოლო კოსოვო – 109.

რეიტინგში პირველ ადგილზე ისევ ბელგიაა, მეორეზე – ბრაზილია, მესამე პოზიციაზე კი საფრანგეთი ინგლისმა ჩაანაცვლა.