ლიონელ მესის 150-ე მატჩი ჩემპიონთა ლიგაში

0
14

ლიონელ მესის დებიუტი პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგაში შედგა.

ჯგუფური ეტაპის საწყის ტურში პაროზელები სტუმრად ბელგიის “ბრიუგეს” შეხვდნენ და მატჩი 1:1 დასრულდა.

პსჟ-დან ანგარიში მე-15 წუთზე მბაპემ გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ვანაკენმა გაიტანა.

მესიმ ფრანგული გრანდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა და არ შეუცვლიათ. მან 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

არგენტინელმა კარიერის მანძილზე ჩემპიონთა ლიგაში 150-ე შეხვედრა ჩაატარა. მესი ამ მაჩვენებლით მოედნის ფეხბურთელებს შორის მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს (177 მატჩი) და “ბარსელონას” ექსნახევარმცველ ხავის (151 მატჩი) ჩამორჩება.

ესპანელმა მეკარე იკერ კასილასმა “რეალსა” და “პორტუში” 177 თამაში ჩაატარა.