რონალდ კუმანი შესაძლოა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სექტემბრის ბოლოს დაითხოვონ.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის პირველ შეხვედრაში „ბარსა“ თავის მოედანზე „ბაიერნთან“’ 0:3 დამარცხდა და კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.
Deportes Cuatro-ს ინფორმაციით, მან ნიდერლანდელ ფეხბურთის სპეციალისტს ულტიმატუმი წაუყენა, რომ უახლოეს ოთხ შეხვედრაში დადებითი შედეგის ვერდაფიქსიების შემთხვევაში გუნდიდან გაუშვებდა.
„ბარსელონა“ სექტემბერში ესპანეთის ლა ლიგაში „გრანადას“, „კადისს“ და „ლევანტეს“ დაუპირისპირდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში – ლისაბონის „ბენფიკას“.
კუმანს ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ზაფხულში ლაპორტა გუნდში მის დატოვება-არდატოვებაზე საკმაო ხანი ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ ნიდერლანდელმა თანამდებობა შეინარჩუნა.
