ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” “მილანი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ მილანელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშეს.
შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდანშ ეჭრილი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა მცველ ტომორის შეეხო და კარში აღმოჩნდა.
მე-14 წუთზე “ლივერპულის” ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა პენალტი ვერ გამოიყენა – მეკარემ აუღო. მან ინგლისურ კლუბში თერთმეტმეტრიანი მეორედ ვერ გაიტანა. მანამდე, სალაჰმა 11 პენალტი ზუსტად დაარტყა.
42-ე წუტზე ანტე რებიჩისა და 44-ე წუტზე ბრაჰიმ დიასის გატანილი გოლებით “მილანი” დაწინაურდა.
სალაჰმა ანგარიშში თანაფარდობა 48-ე წუთზე აღადგინა, ხოლო ჰენდერსონმა 69-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. საბოლოდ ეს გოლო მატჩში ბოლო აღმოჩნდა და 1996 წლის შემდეგ, “მილანმა” ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩი პირველად წააგო.
“ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 8 სასტარტო მატჩიდან 7 მოიგო.
