გიორგი მიქაუტაძის ჰეთ-თრიქი ბელგიის თასზე

0
11

ბელგიის თასის საკვალიფიკაციო რაუნდში გიორგი მიქაუტაძის “სერენმა” ქართველი ფორვარდის ჰეთ-თრიქით გასვლაზე  “ლოკერენი” 3:0 დაამარცხა და მეთექვსმეტედფინალში გავიდა.
მიქაუტაძემ ანგარიში მეშვიდე წუთზე გახსნა – ბერნიე-მარიუსის კომბინაცია საქართველოს ნაკრების 20 წლის ფორვარდმა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა.
მიქაუტაძის მეორე გოლი ოსტატური და ლამაზი იყო – მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში მიიღო და მეტოქის კარისკენ დაიძრა, ორი მცველი მოატყუა და  “ლოკერენის” მეკარესაც აჯობა. ეს მატჩის 54-ე წუთზე მოხდა. მესამე გოლი გიორგიმ ასპარეზობის მიწურულს გაიტანა.