„სამტრედიამ“ მცველი და მეკარე დაიმატა

0
12

„სამტრედაიმ“ ორი ახალი ფეხბურთელი – მცველი ირაკლი კამლაძე და მეკარე დავით კუპატაძე დაიმატა.

24 წლის კამლაძე კარიერის განმავლობაში თბილისის „ლოკომოტივში“, „ვიტ ჯორჯიაში“, საჩხერეს „ჩიხურაში“ და თბილისის „მერანში“ გამოდიოდა.

მას საქართველოს 17 წლამდე და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

30 წლის კუპატაძე „ზესტაფონში“, ქუთაისის „ტორპედოში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, მარტვილის „მერანში“, წყალტუბოს „სამგურალში“, ქობულეთის „შუქურაში“, „საბურთალოში“. ასევე, ტაჯიკეთის „ხუჯანდსა“ და ყირგიზეთის „ალაიში“ ასპარეზობდა. ის „სამტრედიას“ კარს 2018 წელსაც იცავდა.