კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით მის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობეა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის 2021-2022 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად შვეიცარიის „იანგ ბოიზთან“ 1;2 დამარცხდა და ანაგრიში პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა გახსნა.
36 წლის რონალდუმ ამ ტურნირში 135 ბურთი გაიტანა და ამისთვის 177 შეხვედრა დასჭირდა.
მეორე ადგილზე პსჟ-ს არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესია (120 გოლი 149 მატჩში), ხოლო მესამეზე – „ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი (73 გოლი 96 მატჩში).
რონალდუსთვის „იანგ ბოიზი“ ჩემპიონთა ლიგაში 36-ე გუნდია, რომლის კარიც პორტუგალიელმა აიღო და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის გაუტოლდა.
გარდა ამისა, მან ჩემპიონთა ლიგაში გოლი ზედიზედ მე-16 სეზონში გაიტანა, რაც მანამდე მესიმ და „რეალის“ ფორვარდმა კარიმ ბენზემამ მოახერხეს.
ამასთანავე, რონალდუმ მას მერე რაც 30 წელს გადააბიჯა, ჩემპიონთა ლიგაში 63-ე გოლი გაიტანა. მან ეს 68 თამაშში მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს შორის ნახსენებ ტურნირში რონალდუმ უახლოეს მდევრებზე მინიმუ 35 გოლით მეტი გაიტანა.
მატჩამდე მოთელვის დროს რონალდუს დარტყმის შემდგე ბერნის სტადიონზე ერთ-ერთ სტიუარდ ქალაქ მოხვდა, რომელმაც გონი დაკარგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა მას მაისური აჩუქა.