რონალდ კუმანი: “სადღეისოდ “ბაიერნი” გვჯობნის”

0
9

კატალონიის “ბარსელონამ” ევროთასებზე ისტორიაში პირველად წააგო ზედიზედ სამი საშინაო თამაში – ტურინის “იუვენტუსთან” 0:3, პარიზის პსჟ-სთან 1:4 და მიუნხენის “ბაიერნთან” 0:3.
მიუნხენელებთან ფიასკოს შემდეგ კატალონელთა ნიდერლანდელმა დამრიგებელმა რონალდ კუმანმა განაცხადა:
“ბაიერნი” სადღეისოდ ჩვენზე უკეთესი გუნდია. გერმანელებს, როგორც სასტარტოში, ასევე სათადარიგოთა სკამზე, უკეთესი მოთამაშეები ჰყავდათ.
ჩემმა გუნდმა აჩვენა, რომ მომავალი აქვს. მალე ანსუ ფატი, სერხიო აგუერო და უსმან დემბელეც დაგვიბრუნდებიან. თამაში 4-5 ისეთი მოთამაშით დავასრულეთ, რომლებიც 18 წლისანი არიან. ახლა ისინი “ბაიერნის” ფეხბურთელებს ჩამორჩებიან, თუმცა, მომავალში, სხვაობა შემცირდება და 2-3 წელიწადში შესანიშნავი მოთამაშეები გახდებიან”.