სამხრეთ კორეის “ულსან ჰიუნდაი”, სადაც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო “ულსანმა” პენალტების სერიაში 3:2 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს.
მან მიმდინარე სეზონში აზიის ჩემპიონთა ლიგაში 5-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
