მაცარი სამუშაოს სარდინიაში უბრუნდება

0
3

საფეხბურთო კლუბ  „კალიარის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი იქნება.

59 წლის იტალიელი სპეციალისტი სარდინიულ კლუბში ლეონარდო სიმპლიჩის შეცვლის, რომელიც გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო დაითხოვეს.

სიმპლიჩის თავკაცობით კალიარელებმა სასტარტო სამ ტურში მხოლოდ ქულა აიღეს – მილანთან“ და „ჯენოასთან“ დამარცხდნენ, ხოლო „სპეციასთან“ ფრე ითამაშეს.

ბოლოს მაცარი „ტორინოს“ ავარჯიშებდა, რომლის თავკაცად 2018 წლის იანვარში დანიშნეს და თანამდებობა 2020 წლის თებერვალში დატოვა.