კრიშტიანუ რონალდუ: “მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ”

0
7

,,მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სოციალური ქსელის საშუალებით ,,იანგ ბოიზთან” წაგებას გამოეხმაურა:
,,ეს არა ის შედეგი, რომელიც გვსურდა. მაგრამ, ახლა დროა, ძალები აღვიდგინოთ და მომავალ მატჩზე ვიფიქროთ,” – წერს პორტუგალიელი ტვიტერის პირად გვერდზე.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედი” ,,იანგ ბოისთან” სტუმრად 1:2 დამარცხდა. რონალდუმ გოლის გატანა შეძლო.
ამასობაში კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 177-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენ იკერ კასილასს გაუტოლდა.