იგორ ტუდორმა სერია A-ს გუნდი ჩაიბარა

0
4

 

საფეხბურთო კლუბ „ვერონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

კლუბის ხელმძღვანელებმა თანამდებობიდან დათხოვილი ეუსებიო დი ფრანჩესკოს ნაცვლად, ხორვატი იგორ ტუდორი მიიწვიეს.

52 წლის იტალიელი სპეციალისტის თავკაცობით ვერონელებმა სერია A-ში სასტარტო სამი შეხვედრა წააგეს – შინ „სასუოლოსთან“ (2:3) და მილანის „ინტერთან“ (1:3), ხოლო სტუმრად „ბოლონიასთან“ (0:3). ამიტომ, მისი გაშვება გასაკვირი არაა.

გაუსლ სეზონში ტუდორი ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ანდრეა პირლოს თანაშემწე იყო.

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილ მცველს, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სპლიტის „ჰაიდუკის“, ბერძნული პაოკის, თურქული „ქარაბუქსფორის“ და „გალათასარაის“, ასევე „უდინეზეს“ თავკაცად უმუშავია.