სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა მემორანდუმი “ჯორჯიანსთან” გააფორმა

0
13

დღეს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ფუტსალის გუნდთან, „თელასი ჯორჯიანსი“.

მემორანდუმს ფონდის მხრიდან, პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო „ჯორჯიანსის“ მხრიდან, პრეზიდენტმა აკაკი გვალიამ მოაწერეს ხელი.

აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს ერთგვარ სოციალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ბავშვების გუნდები უფასოდ გაივლიან მომზადებას და საწვრთნელ შეხვედრებს ფუტსალში.

მემორანდუმის ფარგლებში ფონდი ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს „ჯორჯიანსს“, რასაც ყოველთვიური სახე ექნება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში გუნდი მიიღებს დამატებით ბონუსებს.

პორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა. დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფონდის ხელმძღვანელი: „ჩვენ არა მხოლოდ ფუტსალის, არამედ ზოგადად ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას და შეძლებისდაგვარად, ბევრი სხვა სახეობის თანადგომას ვაპირებთ. „ჯორჯიანსი“ ქართული ფუტსალის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია. ფუტსალში წარმატებები გვაქვს, რაც გარკვეულწილად „ჯორჯიანსის“ დამსახურებაა. გუნდში პოტენციალი დავინახეთ და თანმაშრომლობა გადავწყვტეთ. ამიტომ პროექტს ორი მიმართულება აქვს – პროფესიული გუნდის გაძლიერება და ფუტსალის მასობრიობის ხელშეწყობა. ჩემპიონობის შემთხვევაში, „ჯორჯიანსი“ ბონუსებს მიიღებს. ამავე დროს, გუნდთან ერთად სოციალურ პროექტებსაც განვახორციელებთ“.

აკაკი გვალია, „ჯორჯიანსის“ პრეზიდენტი: „12 წელია გამოვდივართ ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე საერთაშორისო არენებზე. 3-ჯერ გავხდით საქართველოს ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები. გამიხარდა, რომ ფონდმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მადლობა ტარიელს და მის გუნდს ასეთი ნაბიჯისთვის. ახლა ჩემპიონობისთვის ბრძოლა უფრო რეალური გახდა“.

ფონდის ოფიციალური პარტნიორია კომპანია „ლიდერბეთი“.