ბერიძე მოედანს გოლით დაუბრუნდა

0
3

გიორგი ბერიძე გამოჯანმრთელდა და “უიპეშტს” გოლით დაუბრუნდა.

უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-6 ტურში “უიპეშტმა” “ზალაეგერშეგის” უმასპინძლა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ქართველი შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც ახალი სეზონის პირველ ტურში ტრავმა მიიღო, სასტარტო შემადგენლობაში აღმოჩნდა და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა – ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, რის შემდეგ “ცხრიანში” აუღებლად დაარტყა. ის 73-ე წუთზე შეცვალეს.

სტუმრებმა საპასუხო ბურთი 82-ე წუთზე გაიტანეს. მასპინძლები ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ისევ დაწინაურდნენ, მაგრამ “ზალაეგერშეგიმ” მეორედ ანგარიში ერთ წუთში გაათანაბრა.