ბეილი “რეალს” უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება

0
5

გარეთ ბეილმა ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში ვიგოს „სელტასთან“ (5:2) მატჩი ტრავმის მიზეზით გამოტოვა.

გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, უელსის ეროვნული ნაკრების კაპიტნის დაზიანება უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები მანამდე ვარაუდობდნენ.

საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ბეილს მუხლის მყესი დაუზიანდა.

ამ ეტაპზე უცნობია 32 წლის ბრიტანელი მოედანზე როდის გავა, მაგრამ ის „რეალის“ უახლოეს რამდენიმე თამაშს ნამდვილად გამოტოვებს.

4 ტურში დაგროვილი 10 ქულით „რეალი“ ლა ლიგას ლიდერობს, ხოლო მადრიდელთა ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა 5 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში პირველია.