აპოელის მეორე მარცხი, ოქრიაშვილი შეუძლოდ გახდა და შეცვალეს

0
4

აპოელმა, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, კვიპროსის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე თამაში წააგო.

ამჯერად, ნიქოზიელები დერბიში თანაქალაქელ “ოლიმპიაკოსთან” მინიმალური ანგარიშით წააგეს.

მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ნახევარმცველები თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია იყვნენ. მატჩის 38-ე წუთზე ოქრიაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და შეცვალეს.

სტუმრებმა ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე გაიტანეს. აპოელი 2 მატჩში უქულოდ დარჩა და 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.