აბურჯანიას ქულა პორტუგალიაში

0
19

გიორგი აბურჯანიამ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მესამე მატჩი ჩაატარა და სასტარტო შემადგენლობაში ვერც ამჯერად მოხვდა.

„ჟილ ვისენტემ“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის შინ „ვიზელას“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 2:2.

აბურჯანია, რომელიც გუნდს სეზონის წინ შეუერთდა თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.

მასპინძლები შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ აგებდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე ანგარიში მაინც გაათანაბრეს და წაგებას გადაურჩნენ.

„ჟილ ვისენტე“ 7 ქულით პორტუგალიის 18-გუნდიან უმაღლეს დივიზიონში მე-7 ადგილზე იმყოფება.