ბელგიის „სერენში“ დაბრუნების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ პირველი მატჩი შინ სტანდარტის „ლიეჟთან“ ჩაატარა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.
სტუმრებმა, რომლებიც ლიდერებს შორის არიან, 21-ე წუთზე გატანილი პენალტით 1:0 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თადარიგში იყო და მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.
ის „მეცის“ საკუთრებაა და მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში შეცვლაზე ერთხელ ითამაშა, რის შემდეგ ფრანგულმა კლუბმა ისევ ბელგიურში გაანათხოვრა, სადაც გასულ სეზონში რანგით მეორე ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და გუნდის გამორჩეული მოთამაშე გახდა.
„სერენი“ 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
