კვარაცხელიამ “რუბინში” ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა

0
3

ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ტრავმის გამო სექტემბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარა, გამოჯანმრთელდა და ყაზანის „რუბინში“ ითამაშა.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ყაზანელებმა ეკატერინბურგის „ურალს“ უმასპინძლეს და 4:0 გაიმარჯვეს.

კვარაცხელია სასტარტო შემადეგნლობაში იყო და მე-2 წუთზე საგოლე პასი გაუკეთა დანიელ ახალწვეულ ანდერს დრეიერს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

მე-13 წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა მამინმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

კვარაცხელიამ მოედანზე 63 წუთი დაჰყო და შეცვალეს. დრეიერმა მე-80 წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო 90-ე წუთზე სტუმართა კარი მესამედ აიღო. ის რუსეთის პრემიერ ლიგაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„ურალში“ ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ 77-ე წუთიდან ითამაშა.

„რუბინი“ 14 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.