ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბათუმში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (0:1) მატჩის დასაწყისში იღებული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და გრაცის „შტურმში“ ითამაშა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში გრაცელებმა „კლაგენფურტი“ მიიღეს და 2:1 გაიმარჯვეს.
კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენეს და მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა. იმ მომენტში ანგარიში 1:1 იყო და მასპინძლებმა გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანეს.
„შტურმი“ 14 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზეა.
