„კოპენჰაგენმა“, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს, დანიის სუპერლიგაში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო.
ამჯერად, გათამაშების ლიდერმა 3 ქულა სტუმრად „რანდერსთან“ აიღო, რომელსაც 2 უპასუხო გოლი გაუტანა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ის „კოპენჰაგენში“ მიმდინარე სეზონის წინ დონეცკის „შახტარიდან“ გადავიდა და ი8 შეხვედრაში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა, თან 1 გოლი გაიტანა.
„კოპენჰაგენი“ დანიის სუპერლიგაში 20 ქულით პირველ ადგილზეა.
