გიორგი ბეჟანიშვილმა “დენვერთან” კონტრაქტი გააფორმა

0
5

გიორგი ბეჟანიშვილმა კოლორადოს შტატის ”დენვერ ნაგითსთან” კონტრაქტი გააფორმა. 22 წლის ფორვარდმა ”დენვერის” ღირსება წლევანდელ საზაფხულო ლიგაზე დაიცვა.
ბეჟანიშვილს გუნდმე ე.წ. Exhibit 10 კონტრაქტი გაუფორმა. რაც ერთწლიან, არაგარანტირებულ მინიმალურ ხელშეკრულებას გულისხმობს. გიორგი ჯერჯერობით ”დენვერის”  G ლიგის გუნდის ღირსებას დაიცავს.
ბეჟანიშვილი ილინოისის კოლეჯის გუნდში ასპარეზობდა და მიმდინარე წლის დრაფზე არ აირჩიეს. გიორგი ავსტრიის მოქალაქეა.