თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა და სტუმრად „დოქსასთან“ წააგო, სადაც ავთო ებრალიძე გამოდის.
ფამაგუსტელებმა, რომელთა კარს გიორგი ლორია იცავდა, 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს – მასპინძლები 42-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო 89-ე წუთზე მეტოქის კარი პენალტის ნიშნულიდან აიღეს.
ებრალიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. „ანორთოსისში“ დებიუტი ნიკა ნინუას ჰქონდა, რომელიც მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა.
ნიკა კაჭარავა სტუმრების თადარიგში მოხვდა და არ უთამაშია.
„დოქსა“ 2 ტურის შემდეგ 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზეა, ხოლო უქულო „ანორთოსისი“ – მეათეა.
