კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ 23-ე ტურში ქულები თბილისში ადგილობრივ „საბურთალოსთან“ შეხვედრაში დაკარგა.
სტუმრებისთვოს მატჩი იღბლიანად დაიწყო, რადგან მე-2 წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და უკან ბურთის დაბრუნების დროს პარტნიორის ნაცვლად პასი ბრაზილიელ ჯოვინო ფლამარიონს გაუკეთა, რომელმაც მეკარე ოთო გოშაძეს ბურთი თავს ზემოთ მშვიდად გადაუგდო.
ბათუმელებმა პირველი ტაიმი მშვიდად მოიგეს და თითქოს შესვენების შემდეგაც პრობლემა არ უნდა შექმნოდათ.
თუმცა, 48-ე წუთზე „საბურთალოს“ შეტევა იური ტაბატაძემ წამოიწყო, რომელმაც სტუმართა საჯარიმოში ბურთი „საბურთალოში“ დაბრუნებულ ლაშა კოხრეიძესთან გაითამაშა, რომლის ორიგინაურლი პასის მერე, მასპინძელთა შემტევმა ერთი შეხებით გვერდი სანდრო ალთუნაშვილს აუარა, ხოლო მეორეთი შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ბათუმელებმა მიმდინარე სეზონში ფრედ მე-8 თამაში დაასრულეს. ამის მიუხედავად, 43 ქულით გათამაშებას ლიდერობენ, ხოლო „საბურთალო“ 36 ქულით მე-4 პოზიციაზეა.