დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
მე-3 ტურში, „ზირემ“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, სტუმრად „კეშლა“ 2:0 დაამარცხა.
ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა და 63-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც პარტნიორისგან თავით პასი მიიღო და კარის ახლოდან თავურით გაიტანა.
72-ე წუთზე, 26 წლის ფორვარდმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, მცველს სისწრაფეში აჯობა და საჯარიმოში შეჭრილმა ზუსტად დაარტყა.
მან ამ სეზონში „ზირეს“ რიგებში თავი უკვე 3-ჯერ გამოიჩინა. „ზირე“ 4 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა გიორგი გაგუამ „ალავესის“ სარეზერვო გუნდში გოლი მიითვალა.
ვიტორიელება „იბაიასთან“ 5:0 გაიმარჯვეს და გაგუს დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:0 გახდა.
