დუდა სანაძის შედეგიანი მატჩები

0
6

ახლოვდება საკალათბურთო სეზონი და ყველა ქვეყანაში, სადაც ეროვნული ჩემპიონატების დაწყება იგეგმება, მოსამზადებელი მატჩები ტარდება. ასეა სერბეთში, სადაც დუდა სანაძე გუნდ “ბორაცში” ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ სანაძე ბორაცში გასულ სეზონში ჩაირიცხა და ადრიატიკის ლიგის 8 მატჩში შემდეგი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 21.5 წუთი, 11.3 ქულა, 1.1 მოხსნა, 1.8 პასი.
მოახლოებული ახალი სეზონისთვის ბორცელებმა ამხანაგური მატჩები მონტენეგროში დაგეგმეს, თუმცა გუნდში დაფიქსირებულმა კოვიდ-შემთხვევებმა გეგმები აურია. კოვიდი ორ კალათბურთელსა და პერსონალის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა.
სანამ მზადება დაპაუზდებოდა, ჩაჩაკმა 5 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მონაწილეობა ყველაში მიიღო. დუდას მონაგარი ასეთია: 10 ქულა – ფმპ-სთან (86:89), 18 ქულა დერბისთან (110:93), 3 ქულა – მეტალაცთან (94:89), 11 ქულა – ვრშაცთან (101:78), 16 ქულა – ზდრავლიესთან (100:83). აღნიშნული გუნდებიდან მხოლოდ დერბია მონტენეგროდან, დანარჩენები კი სერბეთს წარმოადგენენ.