შერმადინის 21 ქულა “რეალთან” დრამატულ მარცხში

0
7

ესპანეთში საკალათბურთო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და საქმეში გიორგი შერმადინიც ვიხილეთ. ესპანეთის სუპერთასის მინიტურნირი ქალაქ კრისტობალ დე ლა ლაგუნაში იმართება, სადაც გასული სეზონის შედეგებით 4 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა ტიტულის გასათამაშებლად. ნახევარფინალურ მატჩში შერმადინის “ტენერიფეს” მეტოქე მადრიდის “რეალი” გახლდათ, რომელსაც ქართველი ცენტრის ლიდერობით კუნძულელები მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებდნენ, თუმცა საბოლოოდ დრამატულ ფინალში – 70:72 დამარცხდნენ.
გიორგი შერმადინმა 25 წუთში 21 ქულა ჩააგდო (8-დან 7 ორქულიანი, 9-დან 7 საჯარიმო). მის ანგარიშზეა 3 მოხსნა და ერთი დაფარება. 21 მარგი ქმედების კოეფიციენტით ის მატჩში საუკეთესო იყო.
რეალის რიგებში 15 ქულა და 8 მოხსნა იაბუსელემ მიითვალა, 13 ქულა კოსიეს ანგარიშზეა. ტენერიფეს რიგებში მარსელინო უერტასმა 13 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ელ კლასიკო” გველის, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ბარსელონამ 87:68 მოუგო ვალენსიას.